პროფესიული განათლების ცენტრი - პეც
„პეც – განათლება, რომელიც შთაგაგონებს, განვითარება, რომელიც გზას გიხსნის!“
გაეცანით სიახლეებს
რეგისტრაცია შემოუერთდით ფეისბუქ ჯგუფს ,,მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები 2027″
კურსები
თქვენ დაეუფლებით კლასის მართვის ეფექტურ სტრატეგიებს და შეძლებთ წარმატებით დაამკვიდროთ საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში!
პროფესიული განათლების ცენტრი პეც გთავაზობთ მასწავლებელთა სასერტიფიკაცი გამოცდებისთვის მოსამზადებელ ტრენინგ-კურსს.
პეცის ოლიმპიადის I ტური. კომბინირებული ოლიმპიადა II - დან VI კლასის ჩათვლით.
გისურვებთ წარმატებებს!
📢 მიმდინარეობს სასერტიფიკატო ტრენინგზე რეგისტრაცია თემაზე ,,ანალიტიკური წერა!"
მიმდინარეობს მასწავლებელთა სასერტიფიკაცია გამოცდებისთვის მოსამზადებელ საგნობრივ ტრენნინგებზე რეგისტრაცია

განათლების სპეციალისტი, მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2022 წლის მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჯინერიისა და მათემატიკის მიმართულებით (STEM) ინტერდისციპლინური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული გუნდის ერთ-ერთი წევრი. (პროექტის სათაური - რევმატოიდული ართრიტის მართვის მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირება). საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორი.

სპორტის პედაგოგი. 2005 წ. 18 თებერვლიდან - 2006 წ. 7 თებერვლამდე აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ახალგაზრდულ საქმეთა სამმართველოს სპეციალისტი. 2008 წ. 21 იანვრიდან -2009 წ. 4 სექტემბრამდე აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ახალგაზრდულ საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2009 წ. 4 სექტემბრიდან- 2012 წ. 27 ივლისამდე აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ახალგაზრდულ საქმეთა სამმართველოს მთავარი სპეციალისტი. 15.09.2017 წლიდან - 05.12.2022 წლამდე აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში ფიზიკური აღზრდის საგნის პედაგოგი.

განათლების სპეციალისტი, ინგლისური ენის დოქტორანტი, ინგლისური ენის მასწავლებელი. ვარ ინგლისური ენის მასწავლებელი მრავალფეროვანი პედაგოგიური პრაქტიკით. 2015 წლიდან მიმუშავია სხვადასხვა ასაკისა და ეთნიკური წარმომავლობის მოსწავლეებთან, ორივე კერძო (თბილისის თავისუფალი სკოლა) და საჯარო (126-ე) სკოლებში. აქტიურად ვარ ჩართული თვითგანვითარების პროცესში, გავლილი მაქვს CELTA (Certificate in English Language Teaching to Adults), კურსი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაში და ვარ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის.

დავიბადე 1948 წლის 28 აგვისტოს. 1966 წელს ჩავაბარე თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტზე. 1972 წელს დავამთავრე თსუ. 1979 წლიდან 1989 წლამდე ვმუშაობდი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის კათედრაზე მასწავლებლად. 1983 წელს დავიცავი დისერტაცის ფიზიკაში. 1989 წლიდან 2009 წლამდე ვმუშაობდი სოხუმის სახელმწიფო უნივესიეტში სხვადასხვა თანამდებობებზე: პრორექტორი, ფიზიკის კათედრის გამგე, ასოცირებული პროფესორი. 2019 წლიდან დღემდე ვმუშაობ აფხაზეთის #2 საჯარო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად, წამყვანი მასწავლებლის სტატუსით. მყავს მეუღლე, ორი შვილი და სამი შვილისშვილი.

განათლების სპეციალისტი; დაწყებითი განათლების უფროსი მასწავლებელი შპს სკოლა "პოლიგლოტი"; სასკოლო სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების კოორდინატორი 2019დან დღემდე- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტი - განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი.
განათლების სპეციალისტი. დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინგლისური ფილოლოგია, ფსიქოლოგიის დამატებითი სპეციალობით.(მაინორ პროგრამა) გავლილი აქვს მასწავლებლის მომზადების 60კრედიტიანი პროგრამა. ასევე - დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრში კურსები და ტრენინგები. აქვს რეპეტიტორობის 8წლიანი გამოცდილება. ამზადებს აბიტურიენტებსა და სკოლის მოსწავლეებს. მუშაობდა სასწავლო ცენტრებსა და სკოლაში.

„წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების მასწავლებლი 2019“ - ფინალისტი. (TPDC - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი) თბილისის რეგიონის სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგი 2012 წ - (PH international-საქართველო. ACETTP-სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა)
ასევე, ჩემი სხვა სამუშაო გამოცდილება, გარდა თბილისის საჯარო სკოლებში მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობისა:
მოქალაქეობის სახელმძღვანელოს რეცენზენტი (სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო). 2022 წ
სამოქალაქო განათლების კურსის ხელმძღვანელი (შპს „ორიენტირი“) 2020 წ
სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოების მონიტორი (PH international- პროგრამა „მომავლის თაობა“) 2015-18 წწ
ტრენერ-კონსულტანტი (მასწავლებლის საქმიანობის დაწყების , პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა. TPDC -მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი) 2015-18 წწ
სამოქალაქო განათლების ექპერტ-მონიტორი (ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) 2015 წ
სამოქალაქო განათლების ტრენერი (CTC - ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი) 2015 წ
რუბრიკის „პედაგოგთა დასახმარებლად“ წამყვანი (გაზეთი „ახალი განათლება“ ) 2015
სამოქალაქო განათლების ტრენერი („ფონდი მოზარდთა სახლი“) 2014 წ
„სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის“ თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი - 2013-18 წწ
სამოქალაქო განათლების მწვრთნელი - (TPDC -მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი) 2013 წ
...და სხვ.













